ყოველწლიურად, 31 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და მისი პარტნიორი ორგანიზაციები აღნიშნავენ დღეს „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა
მოზარდთა საერთაშორისო ურთიერთობის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ალფაიძე. იგი შეხვდა მე-10-11 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა თამბაქოს ზეგავლენის შესახებ და კიდევ ერთხელ მოხდა თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების ხაზგასმა და თამბაქოს მოხმარების შემცირებისაკენ მოწოდება.
"ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში სკოლაში მიმდინარეობს პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის კუთხით. მოხდა მოსწავლეთა გამოკითხვა, თუ რა სპორტის სახეობაში არიან ჩართულნი, რა მავნე ჩვევები აქვთ და რას აქეთებენ მის ადასაძლევად.
გამოკითხვის შემდეგ გადაწყდა დაგვეგეგმა ღონისძიება თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ. სწორედ ამ კუთხით შედგა ეს შეხვედრა. ამ დღის მიზანია, მეტი ინფორმაცია მივიტანოთ ჩვენ მოსწავლეებამდე თამბაქოს მავნებლობის შესახებ. რა შედეგი მოაქვს თამბაქოს მოხმარებას ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის არის მიზეზი ისეთი დაავადებების, როგორიცაა გულსისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული დაავადება და ა.შ ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანი და საქართველოში 11000-მდე ადამიანი კვდება თამბაქოზე დამოკიდებულებისგან გამოწვეული სირთულეებით. ჩვენ ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ამ მავნე ჩვევის აკრძალვის შესახებ, რათა მოზარდს მივცეთ სწორი მიმართულება მივეხმაროთ პრობლემის არსის გაგებაში. ქალბატონმა ლელამ მოსწავლეებს ესაუბრა თამბაქოს კვამლით გამოწვეულ მავნებლობაზე, მისი გამომწვევი დაავადებებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე.მან აღნიშნა, რომ თამბაქოსგან თავის არიდება არის მსოფლიოში ერთადერთი ყველაზე უფრო თავიდან აცილებადი სიკვდილის მიზეზია, თუმცა ამჟამად მსოფლიოს მოსახლეობის სიკვდილობის 10% სწორედ ამ მიზეზითაა გამოწვეული.
ვისაუბრეთ თამბაქოს მოწევა და მეორადი კვამლის ზეგავლენის შესახებ, რომ იგი არის ფილტვის კიბოს, ტუბერკულოზის და ასთმის მთავარი რისკ-ფაქტორები.
No comments:
Post a Comment