Friday, June 14, 2019

სასწავლო პროექტი „დედამიწა ნარჩენებში იძირება“- პედაგოგი რუსუდან გაბუნია-ლომიძე

2019 წლის 12 ივნისს ქალაქ ქუთაისის #36 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ რუსუდან გაბუნიას ხელმძღვანელობით წარმოადგინეს პროექტის პრეზენტაცია სათაურით „დედამიწა ნარჩენებში იძირება“.
მოსწავლეებმა  შეადგინეს ასოციაციური კავშირების რუკა თემაზე „სუფთა და დანაგვიანებული გარემო“, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია;  ჯგუფებში  იმსჯელეს, თუ რა საფრთხეს უქმნის მათ დედამიწის დაბინძურება; გამართეს დისკუსია- არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?  რა შეუძლიათ გააკეთონ ამის თავიდან ასაცილებლად? არის თუ არა გარემოს დაცვა მათი მოვალეობა? 


პროექტზე მუშაობის შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს ბუნებრივი მოვლენებისა და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული ცვლილებების დანახვა და აღწერა; განუვითარდათ ნეგატიური დამოკიდებულება დანაგვიანებული გარემოსადმი; გააცნობიერეს გარემოს დანაგვიანებით გამოწვეული საფრთხე და გამოუმუშავდათ მისდამი მზრუნველი დამოკიდებულება;  შეძლეს ნარჩენების დახარისხება და განთავსება; გააცნობიერეს, რომ გარემოს დანაგვიანება გლობალური პრობლემაა და შექმნეს ბუკლეტები თავიანთი პოზიციის გამოსახატავად;  დაამზადეს გამაფრთხილებელი აბრები და განათავსეს საკლასო ოთახებში, დერეფნებსა და სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.




პროექტი დაეხმარა მოსწავლეებს 21-ე საუკუნის ისეთი უნარ-ჩვევების განვითარებაში, როგორიცაა : ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება; 
საღი მსჯელობა და ახსნა; პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში.




No comments:

Post a Comment