Tuesday, June 11, 2019

პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი დაწყებითი კლასში-პედაგოგი ნარგიზა ბიტკაშა

სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის მე-4 კლასში ჩატარდა პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილი. პედაგოგმა ნარგიზა ბიტკაშამ მოსწავლეებს შესთავაზა თემა: „ბაჭია და მგელი“.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ:

  • ტექსტში პრობლემის აღმოჩენა და მათი გამომწვევი\მიზეზების დასახელება. გამოკვეთილი\პრობლემის ცხოვრებასთან
  • დაკავშირება და გადაჭრის გზების პოვნა. 
  • პერსონაჟის შეფასება, მოვლენათა წარმოდგენა განსხვავებული ხედვის  კუთხიდან.


გაკვეთილზე მოსწავლეები მიხვდნენ,  რომ  ტექსტის გაგება-გააზრებისათვის საჭიროა ისეთი აქტივობების გამოყენება, რომელიც
 მოსწავლეებისგან მოითხოვს ამოიცნოს ტექსტში მოცემული  კონკრეტული ინფორმაცია;
 დაახარისხოს ტექსტში მოცემული ინფორმაცია კონკრეტული ნიშან-თვისებების
მიხედვით;
 გაკვეთილით  მოსწავლეებმა შეძლეს  გაეანალიზებინათ ახალი მასალა, გამოკვეთეს
პრობლემები და ისაუბრეს მისი მოგვარების გზებზე.  განხორციელებული
აქტივობების დროს კიდევ უფრო განუვითარდათ შემდეგი კომპეტენციები:
  •  წიგნიერება
  • თანამშრომლობა
  • კომუნიკაცია
  • არგუმენტირებული მსჯელობა და დაკვირვების უნარი
  • პასუხისმგებლობა
  •  თვითშეფასება, ურთიერთშეფასება





       საინტერესო და საქმიანი გამოდგა პრობლემურ თემაზე წარმოდგენილი რესურსი,
რომლის მსჯელობა-ანალიზში ჩაერთო მთელი კლასი. მოსწავლეები თემის მიმართ
ამჟღავნებდნენ ინტერესს და მთელი გაკვეთილის მანძილზე ცდილობდნენ  
პრობლემის გადასაწყვეტად თავიანთი პოზიციების დაფიქსირებას. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ყველაზე კარგი ფაქტორი, რაც  პრობლემების მოგვარებისთვის შეიძლება იყოს არის ადამიანების მიერ იმის გაანალიზება, რომ  ერთგული მეგობარი არის ის ვინც ისეთს შეგიყვარებს როგორიც ხარ.



მოსწავლეებმა შეძლეს გამოეთქვათ საკუთარი  აზრები, იმუშავეს ჯგუფებში, სადაც გამოჩნდა მათი თანამშრომლომლობის და აზრების ერთმანეთთან შეთანხმების უნარი.

No comments:

Post a Comment