კვლევის დასრულების შემდეგ
პრეზენტაციის სახით,მასწავლებელთა, შეხვედრაზე პედაგოგმა წარადგინა ანგარიში.
მათ გააცნო თემა, მიზანი, გეგმის ინსტრუმენტები, მეთოდები, ინტერვენციების განხორციელება
და მისი შეფასება. ვისაუბრე ინტერვენციების შედეგად მიღებულ შედეგებზე, წარმოვადგინა
მონაცემთა ანალიზი, კოლეგებმა ყურადღებით მოისმინეს კვლევის ანგარიში და შესაბამისად
პედაგოგმა მათგან მიიღო კონსტრუქციული უკუკავშირი. შემაჯამებელი წერითი დავალებების
დაბალი შედეგების გამომწვევი მიზეზების დადგენა აქტუალური თემაა, არამარტო ამ კათედრის
მასწავლებლებისთვის, არამედ ყველა პედაგოგისთვის.
კოლეგების აზრით
*კვლევა საინტერესოა , საკუთარი
პრაქტიკის საფუძველზე
გამოიკვეთა საჭიროებები,მიზეზები
და შემაფერხებელი ფაქტორები, ჩანს ინტერვენციები და მისი შეფასება.
*კვლევა აქტუალურია, რადგან
შემაჯამებელი წერითი დავალებების დაბალი შედეგების გამომწვევ მიზეზებს იკვლევს.
*საკვლევი საკითხი, შემაჯამებელი
წერითი დავალებების დაბალი შედეგების გამომწვევი ზოგადი მიზეზების დადგენა და გამოსწორება
ერთ-ერთი მთავარი პირობაა შედეგად გასასვლელად , კვლევის სტრუქტურა სწორადაა აგებული,
კვლევის მეთოდები, მთავარი კითხვები, გამოკითხვის კითხვარი შესაბამისობაშია საკვლევ
თემასთან და მიზანთან
*კვლევა მნიშვნელოვანია ყველა
საგნის მასწავლებლისათვის, აღნიშნულ კვლევაში დაგეგმილ ინტერვენციებს გამოვიყენებთ
საკუთარ პრაქტიკაში.
No comments:
Post a Comment