მიმდინარე
წლის 5 ივნისს კლვევის ანგარიში ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს წარუდგინა მათემატიკის პედაგოგმა ჟუჟუნა თოდიძემ. საპრეზენტაციოდ გამოიყენა კომპიუტერი, პროექტორი და პოვერპოინტში აწყობილი სლაიდი. საკვლევი თემა გახლდათ „როგორ
გავხადო საშინაო დავალება მათემატიკაში უფრო ეფექტური“. ისაუბრეს თემის აქტუალობაზე,
რომ საშინაო დავალება მნიშვნელოვანი კომპონენტია სწავლების პროცესის, აგრეთვე დასახულ მიზანზე, რა პრობლემები ხვდება მათემატიკის საშინაო
დავალების შესრულების პროცესში მოსწავლეთა საკმაოდ დიდ ნაწილს. პედაგოგმა აღნიშნა, რომ მისი მიზანი იყო განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მიეღწია იმისათვის, რომ მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალება უფრო მეტი მოსწავლისათვისათვის
გამხდარიყო არა იძულებითი და დამღლელი, არამედ საინტერესო და სახალისო.
პედაგოგები
ისმენდნენ მიწოდებულ ინფორმაციას. დაისვა კითხვები: რამდენ ხანს მიმდინარეობდა კვლევა?
. რა სირთულეებს წაააწყდა პედაგოგი მუშაობის პროცესში? . როგორ დაძლა ისინი?... შესაბამის კითხვებზე პასუხი პედაგოგმა ამომნწურავად გასცა.
შეხვედრა საქმიან გარემოში გაიმართა . იყო პოზიტიური უკუკავშირი. კოლეგებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემაზეა ჩატარებული კვლევა. მიღებულია საგულისხმო და სასარგებლო შედეგები. აღნიშნავენ, რომ მიცემულ რეკომენდაციებს გამოიყენებენ თავიანთ მომავალ მუშაობაში. კოლეგებს შორის აზრთა ურთიერთგაზიარება სასარგებლოა და ამიტომ საჭიროა მეტი საქმიანი კომუნიკაცია. მოსწავლეთა საშინაო დავალების ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანია მუდმივად კლასის საჭიროების კვლევა. პროფესიულად მზარდი მასწავლებელი უნდა განაახლებდეს თავის პედაგოგიურ პრაქტიკას ახალი გამოწვევების კვალდაკვალ, რაც სწავლის ხარისხის ამაღლების აუცილებელი პირობაა.
No comments:
Post a Comment