სსიპ ქალაქ ქუთაისის # 36 საჯარო
სკოლის II დ კლასში განხორციელდა კვლევა თემაზე: „გაწაფულ კითხვასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი
დაძლევის გზები მეორე კლასში“, კვლევის შემდეგ პედაგოგმა კვლევის გაზიარების მიზნით მოამზადა პრეზენტაცია და 2019 წლის 4 ივნისს წარუდგინა კოლეგებს.
კვლევის მიზანი იყო გაწაფული კითხვის პრობლემის შესწავლა და
პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების დადგენა.
კვლევა განხორციელდა 2018-19
სასწავლო წლის განმავლობაში, გრძელდებოდა ხუთ თვეს (იანვარი-მაისი). პედაგოგმა კოლეგებს გააცნო კვლევის მიზნები, დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები, შედეგეები. წარმოაფგინა გრაფიკული და ტესტის სახით და შეთავაზა კოლეგებს რეკომენდაციები.
კვლევის შედეგების გაზიარება, საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის.
დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკული კვლევა განახორციელონ.
კოლეგებმა დასვეს შეკითხვები; რა პრობლემას წააწყდა პედაგოგი კვლევის პროცესში, როგორ დაძლია აღნიშნული პრობლემა, რა სახის აქტიოვობებს გამოყოფდა ის და რა უნდა გაითვალისწინოს პედაგოგმა კვლევის ჩატარების დროს.
ყველა კითხვას გაეცა პასუხი. გაწაფული კითხვა ის კომპონენტია, რომელიც პასუხისმგებელია მოსწავლის წარმატებაზე, რაც ასე საჭიროა ჩვენი მომავალი თაობისათვის.
No comments:
Post a Comment