
ახალი ტექსტის გაცნობამდე პედაგოგმა მიმართა წინარე ცოდნის
გააქტიურებას და გაკვეთილის პროცესში გამოიყენა ვიდეორგოლი, რომელიც პედაგოგს დაეხმარა მოსწავლეთა გამოწვევაშიდა მოტივაციის შექმნაში. მოსწავლეები გაეცვნენ ვახტანგ მეფის ცხოვრებას და ნახეს ვიდეორგოლი თბილისის დაარსებაზე. მასწავლებელმა კითხვების საშუალებით გაიგო თუ როგორ ჩაწვდნენ პატარები და როგორ გაანალიზეს ტექსტის
შინაარსი. მათ კარგად შეძლეს ტექსტის გაანალიზება.




ძალიან აქტიურად წარიმართა ჯგუფური მუშაობა გრამატიკულ მასალაზე ციფრული
რესურსის გამოყენებით. შემაჯამებელი მუშაობის დროს მოსწავლეებმა მოახდინეს დახასიათება, შედარება
ძველ ნასწავლ მასალასთან, რომელმაც ხელი შეუწყო ტექსტის კონსტრუირებას. იყო თანამშრომლობითი გარემო.








სასწავლო რესურსები ხელმისაწვდომი იყო ყველა მოსწავლისათვის, რამაც ხელი შეუწყო დასახული მიზნის მიღწევას.








გაკვეთილს ესწრებოდა შეფასების ჯგიფის წევრები. მათ მოიწონეს გაკვეთილი, წარმატება უსურვეს პატარებს და პედაგოგს.


No comments:
Post a Comment