ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა ,,როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა ჩართულობა ინგლისური ენის გაკვეთილზე
VII-ა კლასში“.
პედაგოგმა კოლეგებს კათედრის სხდომაზე გაუზიარა თავისი კვლევის ანგარიში. აღნიშნა რომ კვლევას ახორციელებდა 15 იანვრიდან მაისის ჩათვლით.
მკვლევარი პედაგოგისთვის საინტერესო იყო კოლეგების შეხედულებები მოცემულ კვლევასთან დაკავშირებით, ხოლო კოლეგებისთვის საუკეთესო სტრატეგია იყო გამოცდილების გასაზიარებლად. მიმოვიხილეთ ყველა ის ძირითადი საკითხი, რომლებიც კვლევაში არის წარმოდგენილი. ყურადღება გამახვილდა პრობლემის აქტუალურობაზე, ვისაუბრე კლასის ორგანიზების ფორმებს შორის ჯგუფური მუშაობის უპირატესობაზე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კოლეგების მოსაზრება ჩემი მოსაზრების იდენტური აღმოჩნდა. შეხვედრის დროს კვლევის შედეგების გაზიარება მოხდა ელექტრონულად, პრეზენტაცია შესრულებული იყო PowerPoint-ში . შევეცადე, ჩემს პრეზენტაციაში ხაზი გამესვა, აგრეთვე, თუ რა სარგებელი მიიღეს მოსწავლეებმა კვლევის ფარგლებში, რაში დამეხმარება მიღებული გამოცდილება მომავალ საქმიანობაში და ამასთანავე, რამდენად მნიშვნელოვანია მიღებული შედეგების გაზიარება კოლეგებისათვის.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პედაგოგებს
გავაცანი კვლევის ის თვისობრივი და რაოდენობრივი მეთოდები, რომლითაც ვიხელმძღვანელე
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას და გავაანალიზე მიღებული შედეგები. მიმოვიხილე კვლევის
პროცესში გამოყენებული, ძალზედ საინტერესო ლიტერატურა. კოლეგებს ასევე გავაცანი განხორციელებული
ინტერვენციები და შუალედური დაკვირვებისა და საბოლოო ანკეტირების შედეგები. პედაგოგებმა
განსაკუთრებული ყურადღებით მოისმინეს რეკომენდაციები, რომელაგან უმეტეს ნაწილს დაეთანხმნენ,
ნაწილმა კი გამოთქვა განსახვავებული მოსაზრება.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის
გაზიარებამ საკითხით დაინტერესება და კვლევის შედეგების განხილვაში პედაგოგების აქტიური
ჩართულობა გამოიწვია. აღნიშნულმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ჩართულობის პრობლემა მნიშვნელოვანი
და აქტუალურია.
სასწავლო პროცესში. ამასთანავე,
კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები აუცილებლად გასათვალისწინებელია საგაკვეთილო პროცესში
მოსწავლეთა ჩართლობის უზრუნველყოფის მიზნით. მონაცემთა ანალიზის გაცნობის შემდეგ პედაგოგებმა
შეაჯერეს კვლევის შედეგები, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, მასწავლებლებმა გაიზიარეს
წარმოდგენილი რეკომენდაციები, რასაც, მათივე თქმით, სამომავლოდ გაითვალისწინებენ საგაკვეთილო
პროცესში, მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხის
გასაუმჯობესებლად.
No comments:
Post a Comment