სსიპ
ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე:“კრიტიკული
აზროვნების განვითარების ხელშეწყობა IXა კლასში,ისტორიის გაკვეთილებზე“ პრაქტიკული კვლევა ჩავატარე
2018-2019 სასწვლო წლის დეკემბერი-მაისში.
კვლევის მიზანი იყო დამედგინა მოსწავლეებში კრიტიკული
აზროვნების განვითარების დაბალი დონის მიზეზი და ინტერვენციების საშუალებით მომეხდინა
ამ პრობლემის გადაჭრა.
კვლევა ჩატარდა როგორც თვისებრივი ,ისე რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით ინსტრუმენტებს კი წარმოადგენდა ფოკუსირებული დაკვირვება , ინტერვიუ ,ღია და დახურული ანკეტირება. შედეგის მისაღწევად გამოყენებული იქნა ინტერვენციები რომლებიც კვლევის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა.
დაგეგმილი კვლევის
განსახორციელებლად დავიწყე მონაცემთა შეგროვება. მიღებული შედეგები განვიხილე საზოგადოებრივ
მეცნიერებათა კათედრაზე კოლეგებთან, რის შემდეგაც
დავგეგმე ინტერვენციები. რეკომენდაციების შემუშავებისას გავითვალისწინე აზრი კოლეგებისა,
რომლებიც საკუთარ პრაქტიკას მიზიარებდნენ. ის მიგნებები, რომლებიც გამოიკვეთა აღნიშნულ
კვლევაში, საკმაოდ მნიშვნელოვნად მიიჩნიეს კოლეგებმაც, მით უმეტეს, რომ შედეგი თვალსაჩინო
გახდა.
მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობის მიზნით
დავგეგმე ინტერვენციები,რომლებმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას.
კვლევიდ დადებით მხარედ მიმაჩნია ის ,რომ კვლევაში მონაწილე
მშობლები დაინტერესდნენ საკუთარი შვილების სწავლის პროცესით,გამყარდა მშობელს,მასწავლებელს
და მოსწავლეს შორის საქმიანი თანამშრომლობა.
გავაკეთე პრეზენტაცია, სადაც დეტალურად განვიხილეთ ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევის ეტაპები, მეთოდები, ინტერვენციები, კვლევის მიგნებები, რეკომენდაციები, დასკვნები. შედეგები წარვადგინე ცხრილებისა და დიაგრამების სახით. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო მოსწავლეთა უკუკავშირი.
ამასთან მათთვის კვლევა იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პირველად ღებულობდნენ მონაწილეობას კვლევაში და მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ მომავალში უფრო თავისუფლად გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები მსგავს კვლევებში. მასწავლებლების მიერ მოცემული უკუკავშირიდან ჩანდა, თუ როგორ აისახა კვლევის შედეგები
მათ პრაქტიკაში.
ისინი ერთხმად აღნიშნავენ რომ თემა აქტუალურია, რადგან მსგავსი პრობლემა არის არა მარტო ისტორიის გაკვეთილებზე, არამედ ეს პრობლემა თავს იჩენს სხვა საგნებშიც. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ მიერ განხოციელებული კვლევის შედეგები ჩემ კოლეგებსაც გამოადგათ პრაქტიკის გაუმჯობესებაში და დაეხმარათ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ეფექტურობის გაზრდაში.
იმედი მაქვს კვლევის მიგნებების და რეკომენდაციების გათვალისწინება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს კრიტიკული აზროვნების
განვითარებას მოსწავლეებში.
ვფიქრობ, კვლევის დროს შეძენილი ცოდნა და გამოცდილება დამეხმარება მომავალშიც ვიმუშაო კვლევაზე საკუთარი და ჩემი კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით.
შემიძლია ვთქვა
,რომ კვლევის მიზანი მიღწეულია, რადგან ინტერვენციები პრაქტიკულად განხორციელდა და
შედეგები დადებითია. აღნიშნულმა კვლევამ საკმაოდ დიდი პედაგოგიური გამოცდილება შემძინა. პრაქტიკის კვლევამ დამანახა, იმისთვის, რომ ჩვენი
მოსწავლეები იყვნენ საგნით დაინტერესებულნი, კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნენი,
აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ კოლეგებთან, გავიზიაროთ მათი პრაქტიკა, დავისწროთ გაკვეთილზე
და მივიღოთ მათგან უკუკავშირი. გამოვიყენოთ ის მრავალფეროვანი მეთოდები და სტრატეგიები,რომელიც
ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მაღლი სააზროვნო უნარების განვითარებას.
No comments:
Post a Comment