Sunday, June 2, 2019

სამოელო გაკვეთილი თემაზე: „ყვავილოვანი მცენარეების სასიცოცხლო ციკლი“, პედაგოგი ნანა ნაცვლიშვილი


2019 წლის 30 მაისს მე-4(ა) კლასში პედაგოგმა ნანა ნაცვლიშვილმა ჩაატარა ინტერგრირებული ბუნება/ხელოვნება სამოდელო გაკვეთილი, თემაზე  ყვავილოვანი მცენარეების სასიცოცხლო ციკლი“.  გაკვეთილის მიზანი იყო: მოსწავლემ შეძლოს ცდის ჩატარება  ინსტრუქციის  თანახმად, კონკრეტული ორგანიზმის  სასიცოცხლო ციკლის  შესწავლა  და მონაცემების  ასახვა  ცხრილში.
მოსწავლემ  გააცნობიეროს ქაღალდის  მრავალმხრივი  შესაძლებლობები,მხატვრული  იდეების  რეალიზებისთვის . შეძლოს  ჩანაფიქრის  განხორციელებისადმი  შემოქმედებითი  მიდგომისა  და სათანადო  პრაქტიკული  უნარ-ჩვევების  გამომუშავება.
 ჯგუფში ირიცხება ერთი ს.ს.ს.მ მოსწავლე   რომლისთვისაც ამ გაკვეთილის  მიზანი  იყო:მოსწავლემ შეძლოს დაასახელოს მითითებული მცენარე. ჩაერთოს ჯგუფურ მუშაობაში, გააფერადოს  და  ააწყოს მითითებული ნახატი.

გაკვეთილი იყო ძალიან კრეატიული, შემოქმედებითი. აქტივობები იყო მოსწავლის ასაკისა და ცოდნით გათვალისწინებით შერჩეული, პედაგოგს  ჰქონდა  შესაბამისი აქტივობები ს.ს.ს.მ. მოსწავლისთვის, თუმცა აღნიშნული მოსწავლე იმ კონკრეტულ დღეს არ იმყოფებოდა  სკოლაში.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ პედაგოგმა გამოიყენა მაპროვოცირებელი კითხვაები, რომლის შედეგადაც მოსწავლეებმა გაიხსენეს  ყვავილოვან მცენარეს  რატომ  ჰქვია  ყავავილოვანი? დაასახელეს ყვავილოვანი მცენარეები, რის შემდეგაც გონებრივი იერიშის მეშვეობით მოსწავლეებმა ჩამოთვალეს ყველა ის თვისება, რომელიც დამახასიათებელია ყვავილოვანი მცენარისთვის. მოსწავლეებმა შეძლეს ყურადღების მობილიზება, ვარაუდების გამოთქმა და დასკვნის გამოტანა, რომ არსებობს  მრავალნაირი სახის ყვავილოვანი მცენარე ,რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერით, ზომით აგებულობით  და თითოეულს  ახასიათებს შესაბამისი ყვავილი/ ნაყოფი.

გეგმაში მოცემული აქტივობები შესაბამისობაში იყო გაკვეთილის მთავარ მიზანთან . თითოეულ აქტივობას ჰქონდა თავისი დატვირთვა/მინი მიზანი, რომელთა განხორციელება ხელს უწყობდა ძირითადი საგაკვეთილო მიზნის მიღწევას.
მოსწავლეებმა ყველა სამუშაოს კარგად გაართვეს თავი, მათთვის საინტერესო აღმოჩნდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები.  მოსწავლეები  ხალისიანად ჩაერთვენ ცდის  ჩატარების  პროცესსი, რასაც  შემდეგ მოჰყვა კითხვები და  გამართეს  დისკუსია, თუ რომლის მიერ  დარგული  თესლი  მიაღწევდა  და  აღმოცენდებოდა  სრულყოფილ  ჯანსაღ მცენარედ.


 გამიჯვნეს ერთმანეთისგან  ყვავილოვანი და წიწოვანი მცენარეები. დიაგრამების  დახმარებით ამოიცვნენ, დააგინენ და შეავსენ ცხრილი, რომ  სხვადასხვა მცენარეები , თუ რა ეტაპებს  გადიან მათი ცხოვრების  ხანგრძლივობის  დროს.  დაადგინეს  სასიცოცხლო წლები.  მოახდინენ კლასიფიკაცია მასწავლებლის მიერ მიწოდებული ცოცხალი  ხილის, ბოსტნეულის და ხე-მცენარის ტოტების გამოყენებით, დალაგება  ერთწლოვან,ორწლოვან და მრავალწლოვან მცენარებად.

საინტერესოდ წარიმართა ჯგუფური მუშაობა, სადაც მოსწავლეებმა შეძლეს შეთავაზებული ვიდეო რესურსის დახმარებით გაეცათ კითხვებზე პასუხები, ააწყვეს დანაწევრებული  ყვავილოვანი მცენარეები , შეუსაბამენ ამ  მცენარეს  მისი  სასიცოცხლო  ციკლი და  ჩააკრენ  წინასწარ  გამზადებულ  დაფაზე.  ნამუშევრები გამოფინენ  საპრეზენტაციო  დაფაზე. გაასიტყვეს და  დაახასიათეს ის ყვავილოვანი მცენარე  რომელზეც იმუშავეს. 

თავიანთი თვალით დაინახეს ქაღალდის მრავალნაირი  სახე, დანაწევრებული ქაღალდის  ნაჭრებიდან თუ  როგორ აიწყო ლამაზი, ფერადი  სხვადასხვაგვარი ყვავილოვანი მცენარე, რომელიც  ჯგუფური მუშაობის  დასაწყისში არაფრის  მთქმელი იყო  ,ხოლო გაკვეთილის  ბოლოს კი მიიღეს  თავიანთი  ხელით შექმნილი მცენარეები.

 გაკვეთილს ესწრებოდა შეფასების ჯგუფის წევრები და "ახალი სკოლის მოდელის" ქოუჩი ხათუნა ფირცხალაშვილი. ჩართულობის ხარისხი იყო მაღალი, რაც თვითშეფასების პროცესშიც გამოიკვეთა. მოსწავლეებმა არგუმენტირებულად დაასაბუთებს თუ რატომ მოეწონათ კონკრეტულად რომელიმე  აქტივობებით  სწავლება რა იყო მათთვის ახალი და უცხო. გაკვეთილი გამოვიდა საინტერესო, შინაარსიანი და პროდუქტიული. 


No comments:

Post a Comment