კოლეგების მიერ მიცემული უკუკავშირი:
აღნიშნეს:"წარმოდგენილი კვლევის თემატიკა,
ვფიქრობ მნიშვნელოვანია, სწორედ რომ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, საგაკვეთილო
პროცესში ეფექტური აქტივობების სწორად დაგეგმვა, მათი მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგება
სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების ხელშემწყობია. ჩვენ, პედაგოგებს გვეხმარება
მიზნის მიღწევაში და ორიენტირებულია სათანადო შედეგებზე.
კვლევაში პედაგოგი ძირფესვიანად პასუხობს ისეთ
აქტუალურ შეკითხვებს, როგორიცაა: როგორ გავზარდოთ მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობა,
როგორ გავხადოთ რთული მასალა საინტერესოთ, სახალისო და როგორ გავხადოთ ჩვენი მოსწავლეები
გაკვეთილზე უფრო მოტივირებულები.
კვლევაში საგულისხმო RAFT-ის მეთოდის მორგება კონკრეტულ
თემატიკაზე, რომელსაც გავითვალისწინებ ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში, რადგან იგი ხელს
უწყობს კრიტიკულ აზროვნების სწავლას და აყალიბებს აზროვნების სისტემას, რომელიც ეხმარება
მოსწავლეს შინაარსის რეალიზებაში.
საინტერესოა გრაფიკული ორგანაიზერის გამოყენების
მეთოდიკის გაცნობა. სხვა სწორად მიგნებული აქტივობების შერჩევა, რომელსაც მე უდავოდ გამოვიყენებ სწავლების პროცესში, რადგან ეს საგანი
მოიცავს როგორც საბუნებისმეტყველო, ისე საზოგადოებრივი
მეცნიერების მიმართულებებს, კომპლექსურია და რამდენად სწორად დავგეგმავთ ჩვენ მუშაობის
პროცესს, რამდენად სწორად გამოვიყენებთ კოლეგების გამოცდილებას, იმდენად ეფექტური იქნება
ჩვენი მიზნის-მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის ზრუნვა."
სწავლების პროცესში
მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, რაც სასწავლო რესურსზე მნიშვნელოვნადაა
დამოკიდებული სწორად დაგეგმილი რესურსები, მოტივირებულს ხდის მოსწავლეებს, გაკვეთილს
ხდის საინტერესოს, წარმოაჩენს მასწავლებლის კომპეტენციას, მოსწავლეებს აქტიურად რთავს
სასწავლო პროცესში და ა.შ."
პედაგოგებმა ერთად მოიწონეს კვლევა, ინტერვენციები და გამოთქვეს სურვილი შემოთავაზებული რეკომენდაციების გაზიარებისა და სასწავლო პროცესში დანერგვისა.
No comments:
Post a Comment