Wednesday, June 19, 2019

ინგლისურის გაკვეთილი მე-4გ კლასში, პედაგოგი ირმა ლომიძე

2019 წლის 14 ივნისს პედაგოგმა ირმა ლომიძემ ჩაატარა ,,ახალი სკოლის მოდელის" ფარგლებში გაკვეთილი მე-4გ კლასში, რომელსაც ესწრებოდა ქოუჩი ხათუნა ფირცხალაიშვილი.
გაკვეთილის თემა: Unit 7- Is Greg ill or healthy?
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ყოველ ჯერზე სწორად წაიკითხოს და დაასახელოს ახალი ლექსიკური ერთეულები, ამოიცნოს მოცემულ სიტყვათა მნიშვნელობები კონტექსტიდან და მოსმენის დროს სწორად ამოიცნოს მთავარი აზრი.
მოსწავლეების აქტიურობა იყო ძალიან დიდი. მათ კარგად შეძლეს ცოდნის მოპოვება, გამოყენება, შეძენილი ცოდნის ანალიზი და სინთეზი, ყოველივე ეს კი დაეხმარა მოსწავლეებს საკუთარი უნარების გამოვლენაში. ახალი სკოლის მოდელი გულისხმობს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შეტანას სწავლების პროცესში.  ჩვენ გვყვავს უნიჭიერესი მოსწავლეები და ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა ამ გაკვეთილით. 



ყველაზე საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა აქტივობა სადაც მოსწავლემ მოირგო ექიმის როლი. ამ თამაშის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მოსწავლემ მიიღოს ახალი ცოდნა და განავითარონ თავიანთი უნარები.  
მოსწავლეს ამ უნარების უკეთ განვითარებაში კიდევ უფრო ეხმარება ინტერნეტ რესურსი "ვსწავლობთ თამაშით", მისი მეშვეობით პატარებმა გარგად ასახეს  მთავარი გმირის ვიზიტი .




No comments:

Post a Comment