ჩვენი სკოლა უკვე დიდი ხანია აქტიურად არის ჩართული ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროგრამაში “მომავლის თაობა” , რომლის ფარგლებშიც შექმნილმა სამოქალაქო კლუბმა “ART სხივმა“ ძალიან ბევრი და საინტერესო აქტივობა განახორციელა. პროგრამას საქართველოს მასშტაბით ახორციელებს PHinternational , ხოლო იმერეთის რეგიონში მის განხორციელებას განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) უზრუნველყოფს.
7 ივნისს მოეწყო 2019 წლის შუალედური შეჯამება, სადაც ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბი წარადგინა კლუბის ლიდერმა ანი აბაშიძემ.ასევე ღონისძიებაზე გამოფენილი იყო მე-10 კლასის საკლასო პროექტის “მედდა ჯანმრთელობის სადარაჯოზე “ ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი იყო თანამშრომლობა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან , ტრენინგები პირველად დახმარებაზე და სასწავლო ვიზიტი უნივერსიტეტში. გარდა ამისა მე-9 კლასის მოსწავლეები კიდევ ერთხელ შეეხნენ მრავალგზის განხილულ, თუმცა ისევ აქტუალურ პრობლემას-ბულინგს. ბავშვებმა ამ საკითხის მოსაგვარებლად შეიმუშავეს სხვადასხვა აქტივობები და ისინი საკმაოდ წარმატებით განახორციელეს . აქტივობების დაგეგმვა-ჩატარება უზრუნველყო მეურვე პედაგოგმა ია კაშიამ, ხოლო სკოლის დირექციამ მათ შესაძლებლობების ფარგლებში გაუწია დახმარება.
No comments:
Post a Comment