Tuesday, June 4, 2019

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა პედაგოგი ლელა გრძელიშვილი


ქიმიის პედაგოგმა ლელა გრძელიშვილმა კოლეგებს წარუდგინა მის მიერ განხორციელებული პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა „პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის გამოყენება ქიმიის გაკვეთილის მაგალითზე მე_9  კლასში“. მან დეტალურად განიხილა  განხორციელებული კვლევის მიზნები, ეტაპები შედეგები, მიგნებები და კვლევის ანალიზის შედეგები, რამაც დააინტერესა ისინი.  კვლევის შედეგებმა დააინტერესა კოლეგები, და უკუკავშირიც იყო დადებითი. აღნიშნეს, რომ იმ რეკომენდაციებს, მიგნებებს  ფართოდ გამოიყენებენ.პროექტებით სწავლებას თვითონაც აქტიურად დანერგავენ სწავლის პროცესში, რადგან ეს დაეხმარებათ საგაკვეთილო პროცესში ჩართულობით დაინტერესების მოტივაციის ამაღლებაში , მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებაში. 
პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება არის კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული სამუშაო, რომლის დროსაც ვითარდება კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო უნარები. პროექტით სწავლება აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. იგი წარმოადგენს სწავლების განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მასწავლებლები და მოსწავლეები ერთობლივად ფორმულირებულ საკითხს, პრობლემას მიმართავენ, რომლის დასამუშავებლად განავითარებენ გეგმას. 
კოლეგებმა მოიწონეს პედაგოგის მიერ განხორციელებული სამუშაო და წარმატება უსურვეს კოლეგას.  

          

No comments:

Post a Comment