Wednesday, June 12, 2019

ირმა ჩირგაძის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა


სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა ირმა ჩირგაძემ განახორციელა პედაგოგიური პრაქტიკის  კვლევა, რომლის ანგარიში პრეზენტაციის სახით წარუდგინა კოლეგებს.

2018-2019 სასწავლო წლის მასწავლებელთა კარიერული წინსვლისა და პროფესიული
განვითარების სქემის ფარგლებში პედაგოგმა განახორციელა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში თემაზე ,,კითხვისადმი ინტერესის გაზრდა I კლასის მოსწავლეებში’’.  პედაგოგმა აღნიშნა რომ, მოსწავლეების კითხვისადმი ავლენდნენ უინტერეს დამოკიდებულებას, რაც საგაკვეთილო პროცესში უყურადღებობით გამოიხატებოდა , ამას თან ერთვოდა სასწავლო ტექსტის მიერ წარმოქნილი სირთულეები, როგორიც იყო რთული და გრძელი სიტყვები , თანხმოვნებით გადატვირთული სიტყვების რაოდენობა, ძნელად დეკოდირებადი სიტყვები. ამ გარემოებას მნიშვნელოვნად ამძიმებდა დღევანდელ რეალობაში კომპიუტერული ტექნოლოგიების უკონტროლო და ჭარბი მოხმარება , რამაც მოსწავლის ინტერესი მიიპყრო. სწორედ, ამიტომ საწირო გახდა ქმედითი ღონისძიებების განხორციელება, რაც უდაოდ მოითხოვდა საკითხის ღრმა ანალიზს. პედაგოგმა კოლეგებს წარმოუდგინა კვლევის ეტაპზე განხორციელებული მრავალფეროვანი აქტივობები.: გამოკითხვები, G-PRIED -ის მასალაზე გაკეთებული ტესტებით ,,კითხვის დიაგნოსტირებისთვის’’, ინდივიდუალური შეხვედრების შედეგები,  მეთოდური ლიტერატურები. პედაგოგმა აღნიშნა, რომ  გამოცდილების გაზიარებამ მას მისცა საშუალება დაეგეგმა და განეხორციელებინა სწორად შერჩეული ინტერვენციები .
 ვფიქრობთ  სწორად შერჩეულმა და დაგეგმილმა ინტერვენციებმა ,
,,დამატებითი კითხვის საათის’’ გააქტიურებამ, მშობლებისთვის ინტენსიურად
მიწოდებულმა განმავითარებელმა შეფასებებმა და მათმა ჩართულობის ინტენსივობამ
პედაგოგის პადაგოგიური პრაქტიკის აქტუალური საკითხის -,,მოსწავლეებში კითხვისადმი ინტერესის გაზრდაში’’ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
კოლეგებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ჩატარებული ინტერვენციების იყო მიზანმიმართული, სწორად დაგეგმილი და  რეკომენდაციები რომელიც პედაგოგმა წარმოგვიდგინა გასათვალისწინებელი, რათა მსგავსი პრობლემის შემთხვევაში სხვა კოლეგებმაც შეძლონ მოსწავლეებთან სასურველი შედეგების მიღება.

No comments:

Post a Comment