Wednesday, June 12, 2019

პედაგოგ ნანა ნაცვლიშვილის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა



პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: “რამდენად მნიშვნელოვანია   კითხვის ტექნიკის განვითარება გააზრებული კითხვის უნარ-ჩვევების ჩამოსაყალიბებლად დაწყებით კლასებში.
            ვაწარმოე,  სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში 2018-2019 სასწავლო წელს. ჩვენს  სკოლას ყავს ძალიან აქტიური დაწყებითი სწავლების მეთოდიკის  კათედრა, რომელიც ხშირად გეგმავს სამუშაო შეხვედრებს პრობლემურ საკითხებზე. ხშირად  ამბონდნენ საყვედურს  საბაზო საფეხურის მასწავლებლები, იმ თემაზე, რომ რადგან დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს კარგად არ აქვთ ცამოყალიბებული კითხვის ტექნიკა, ეს ხელს უსლის ვრცელი ტექსტების კითხვაში და გაგება -გააზრებაში.
            კვლევა ჩავატარე იმ კლასებში სადაც ვასწავლიდი. (როგორც ქართულს ასევე , ბუნებისმეტყველებას) ბუნებისმეტყველების საინფორმაციო ტიპის ტექსტებმა და ქართულის ნარატიული ტიპის ტექსტებმა საშუალება მომცა დავკვირვებოდი მოსწავლეებში  კითხვის ტეკნიკის ზეგავლენას წაკითხულის გაგება გააზრებაზე და სწორად გამომენანა დასკვნები და დამეგეგმა ინტერვენციები.
დაგეგმილმა ინტერვენციებმა ცხადყო, რომ მოსწავლეებმა, რომლებმაც განივითარეს კითხვის ტექნიკა სრულყოფილად უკეთ იაზრებდნენ წაკითხულ ტექსტებს. მათში გაიზარდა სწავლის მოტივაცია და განწყობა კითხვის მიმართ გახდა პოზიტიური.
            ინტერვენციების შედეგები და კვლევის დასკვნები გავაცანი დაწყებითი საფეხურის კათედრის წევრებს, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოიჩინეს ჩემი კვლევის მიმართ. კოლეგების მხრიდან დაისვა შეკითხვები:
1.      რომელი ინტერვენცია დაგეხმარათ  მიზნის მიღწევაში ყველაზე მეტად?
2.      რა პრობლემებს წააწყდით კვლევის დროს?
3.      რა რჩევებს მისცემთ პედაგოგებს, ვისაც კვლევა ჯერ არ დაუწყია?
შევეცადე ყველა კითხვაზე გამეცა პასუხი. პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი პრობლემისგან თავის დაცვის მიზნით  ამ კვლევის ფარგლებში გამოყენებულ ინტერვენციებს აქტიურად დაგეგმავენ თავიანთ მუშაობის პროცესში.
აღინიშნა ის, რომ მასწავლებლებს გვჭირდება მზაობა, რათა კრიტიკულად შევხედოთ როგორც საკუთარ თავს, ისე კოლეგების იდეებსა და პრაქტიკას.   ვფიქრობთ, რომ პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. დეტალურად  იქნა განხილული და განხორციელებული კვლევის ეტაპები, მეთოდები, ინტერვენციები, რეკომენდაციები, დასკვნა. შედეგები ცხრილებისა და დიაგრამების სახით იქნა წარმოდგენილი.  კოლეგებმა მოიწონეს კვლევა და აღნიშნეს:
Ø  საკვლევი საკითხი სწორადაა განსაზღვრული და დამაჯერებლადაა დასაბუთებული თემის აქტუალობა.
Ø  კვლევა საინტერესოა ყველა საგნის მასწავლებლისთვის, რადგან განხორციელებული ინტერვენციები სრულად შეესაბამება საკვლევ თემატიკას.
Ø  გამოცდილების გაზიარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. კოლეგების მხრიდან უკუკავშირი ხელს შეუწყობს ხარისხიანი მუშაობის პროცესს.

Ø  კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციები საინტერესოა და გასათვალისწინებელი.






No comments:

Post a Comment