Wednesday, June 12, 2019

ლელა ჟორჟოლიანის პედაგოგის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

მიმდინარე წლის 5 ივნისს კპედაგოგიური კლვევის ანგარიში  ქუთაისის 36-ე საჯარო სკოლის პედაგოგებს წარუდგინა დაწყებითი კლასისი პედაგოგმა ლელა ჟორჟოლიანმა. მან  საპრეზენტაციოდ გამოიყენა კომპიუტერი, პროექტორი და პოვერპოინტში აწყობილი სლაიდი. პედაგოგმა აღნიშნა, რომ მან მე-3 კლასში 2018-2019 სასწავლო წელს თებერვალიდან მაისის ჩათვლითგანახორციელა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომლის მიზანი იყო მესამე კლასელი მოსწავლეების სასწავლო პროცესში დაბალი ჩართულობის მიზეზების დადგენა, ანალიზი და მათი გამოსწორების გზების დასახვა.  ქალბატონმა ლელამ აღნიშნა, რომ კვლევის დაწყებამდე მან გადხედა თავის პედაგოგიურ პრაქტიკას და გაიხსენა  მსგავსი შემთხვევები, მათი აღმოფხვრის მაგალითები, კიდევ ერთხელ გაეცნო საჭირო ლიტერატურას და გავითვალისწინა ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც კავშირშია მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდასთან, ამის შემდეგ გადედმა და განახორციელა ამ კუთხით საჭირო ინტერვენციები რომლებიც აქტიურად ჩართავდა მოსწავლეებს სასწავლო პროცესში. ქალბატონმა ლელამ აღნიშნა მუშაობისას გამოვლენილი დაბრკოლებები, თუმცა არნიშნა ისიც, რომ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებაზე განსაკუთრებული როლი ითამაშა ისეთმა მნიშვნელოვანმა ფაქტორებმა, როგორიცაა: ოჯახი, თანაკლასელები, მასწავლებლები, მოსწავლის უნარები და შესაძლებლობები, სასწავლო წარმატების განცდა, სასწავლო დატვირთვა, მშობლებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
პედაგოგების აზრით ინტერვენციები, რომლებიც ლელა ჟორჟოლიანმა შეიმუშავა კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით, დაეხმარა წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში.
რეკომენდაციები რომელიც კვლევის შედეგმა ნათელყო ასეთია:
აუმაღლდეთ მოტივაცია და დაძლიონ სასწავლო
პროცესში დაბალი ჩართულობის პრობლემა;
• მშობელი მუდამ წარმოადგენდეს მთავარ საყრდენს შვილისათვის;
• მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე მასწავლებლებისა და
მშობლების ურთიერთთანამშრომლობა;
• დამრიგებელმა და საგნების მასწავლებლებმა დაგეგმონ და
განახორციელონ მოსწავლეთა ასაკის შესაბამისი საგნობრივი თუ
გასართობი ექსკურსიები, ღონისძიებები;
• მასწავლებელმა/დამრიგებელმა აწარმოოს მოსწავლეთა მოტივაციის
ასამაღლებელი პროცესის რეგულარული მონიტორინგი;
• კლასში შემსვლელმა საგნების მასწავლებელთა ჯგუფმა დაგეგმოს
ერთობლივი აქტივობები და მოახდინონ შედეგების განხილვა-შეჯამება;
• კოლეგები სისტემატურად შეხვდნენ ერთმანეთს დაგეგმილი აქტივობების
სარგებლიანობის გასაზომად.

No comments:

Post a Comment